უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შეხვდა. შეხვედრაზე მათ, უკრაინის გაძლიერების „დიპლომატიური ამოცანები“ განიხილეს.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„შევხვდი ვალერი ზალუჟნის. მადლობა გადავუხადე მას უკრაინის გუნდში გაწეული სამუშაოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავიცვათ უკრაინის დამოუკიდებლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ხალხი. განვიხილეთ დიპლომატიური ამოცანები, რომლებიც ამჟამად აქტუალურია და შეუძლია გაგვაძლიეროს ჩვენ ყველა - უკრაინა, ჩვენი მდგრადობა,“ - წერს ზელენსკი.