დღეს მიმდინარეობდა 4 ოქტომბრის საქმე. კარგად ჩანს, რომ ამ ადამიანების მიმართ არსებობს პროპაგანდისტულად შეთითხნილი ბრალი. მაგალითად, პაატა ბურჭულაძე თავის შვილიშვილებთან ერთად ნამდვილად არ იყო ძალადობისა და ქაოსისთვის მისული რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეზე დაკავებულები მხნედ არიან და მოტივაციას აძლევენ თანამებრძოლებს.
„სასიხარულოა, რომ მიუხედავად უკანონო ტყვეობისა, ისინი მხნედ გამოიყურებიან და მოტივაციას, ძალას გვაძლევენ თანამებრძოლებს. პირდაპირ ჰქონდათ გაცხადებული, რომ ეს იყო სახალხო კრება, რითაც უნდა მომხდარიყო კიდევ უფრო დელეგიტიმაცია. მოხდა დელეგიტიმაცია იმ ფარსის, რასაც იმ დღეს აპირებდა „ოცნება“, თითქოს რაღაც მუნიციპალური არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ქვეყანაში, საერთაშორისო პარტნიორებზე უნდა გაეყიდათ, რომ საარჩევნო პროცესი ისევ მიმდინარეობს ქვეყანაში. ფაქტობრივად, იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში, ვიდრე საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.