შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი: გერმანიის ფედერაციის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული მ.ჰ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს.
"სამართალდამცველებმა, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას კი ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და „პრეგაბალინი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 261-ე პრიმა და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.