ირანის საელჩოსთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, აქციის ორი მონაწილე ცუდად გახდა.
მათ პირველადი დახმარება სასწრაფოს დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.
მოქალქეების თქმით, აქციის ორიე მონაწილე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყო, რომ მათი ოჯახის წევრები ირანში საპროტესტო აქციებისას მოკლეს.
თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოსა და ირანის მოქალაქეები.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ ირანში მიმდინარე პროტესტს.
ირანში, უკვე ორ კვირაზე მეტია, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ირანის მმართველი რეჟიმი დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდება. Reuters-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს, რეჟიმის მიერ დაახლოებით 2000-მდე ადამიანია მოკლული. სხვა წყაროების ინფორმაციით, ირანში დაღუპულ დემონსტრანტთა რაოდენობა შესაძლოა 12 000-დან 20 000-მდე აღწევდეს.
ფოტო: პუბლიკა