აშშ 21 იანვრიდან 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემის პროცესს შეაჩერებს. ინფორმაციას Fox News აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით ავრცელებს.
Fox News-ის ინფორმაციით, 75 ქვეყანას შორის არის: რუსეთი, სომალი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვები. სრული სია ამ მომენტისთვის არ არსებობს.
ვიზების გაცემის პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს.