უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ ეწინააღმდეგება ევროპის სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ევროპელი ლიდერების მიერ მოსკოვთან დიალოგის განახლებისკენ მოწოდების შესახებ ბოლოდროინდელ კომენტარებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი ევროპისა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისა - თუ პუტინი ამ მოლაპარაკებების სერიოზულობას გააცნობიერებს.
„მე არ ვარ წინააღმდეგი ევროპისა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების, განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ ზეწოლას ახდენს და ევროპამ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დაიწყო.
ჩვენ საბოლოო ეტაპისკენ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ეს“, - განაცახდა უკრაინის პრეზიდენტმა.