ირანელ ხალხს: თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება, - ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი X-ზე წერს.
„ირანელ ხალხს: თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება. თქვენი სიმამაცე და სიმტკიცე დაასრულოთ ჩაგვრა, პრეზიდენტმა და ყველამ, ვისაც თავისუფლება უყვარს, შეამჩნია.
„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს: „გავხადოთ ირანი ისევ დიდებული“, ეს ნიშნავს, რომ ირანში დემონსტრანტებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ. ეს ყველაზე მკაფიო სიგნალია იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპს, ესმის, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული, ვიდრე აიათოლა და მისი თანამოაზრეები ხელისუფლებაში არიან.
ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში სიცოცხლის ფასად იბრძვის. დახმარება გზაშია“, - წერს გრემი.
ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა, ისე, როგორც არასდროს, აშშ მზადაა დასახმარებლად".