ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა, ისე, როგორც არასდროს, აშშ მზადაა დასახმარებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.
ირანში, უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA)-ს ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა. თუმცა ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაციები გაცილებიტ დიდი რაოდენობის მსხვერლის შესახენ
HRANA-ს ცნობით, აქციაზე 2311 ადამიანია დაკავებული.