ლონდონში მომიტინგეებმა ისლამური რესპუბლიკის საელჩოს შენობიდან ირანის დროშა ჩამოხსნეს და მის ნაცვლად რევოლუციამდელი დროშა აღმართეს, რომელზეც „ლომი და მზე“ არის გამოსახული.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ცვლის კაცი ირანის დიპლომატიური მისიის შენობაზე დროშას.
დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ირანის საელჩოებტან ათასობით ადამიანი შეიკრიბა ისლამური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ.
აქტივისტებმა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სურათები დაწვეს და რეჟიმის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ,
ირანში, უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA)-ს ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა. თუმცა ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაციები გაცილებიტ დიდი რაოდენობის მსხვერლის შესახენ
HRANA ცნობით, აქციაზე 2311 ადამიანია დაკავებული.