თბილისში გაიმართა საერთაშორისო ცეკვის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ცეკვის ჯგუფები. ანსამბლმა ისრაელიდან „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“(ქოხავ ამიზრახ), ჟანა კადიროვას ხელმძღვანელობით, ვოლდენბერგის საზოგადოებრივი ცენტრიდან, კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების დასასრულს ანსამბლის მოცეკვავეები სცენაზე ავიდნენ, აღმართეს ისრაელის დროშა და სიამაყით შეასრულეს ქვეყნის ჰიმნი "ჰათიკვა“.
ეს ემოციურ მომენტს მაყურებლისა და ორგანიზატორების ოვაციები მოჰყვა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციისთვის სპეციალური მიღება გაიმართა სახალხო დიპლომატიის ორგანიზაცია „ისრაელის სახლში“. ანსამბლის წევრებს და ხელმძღვანელობას ორგანიზაციის დამფუძნებელმა იციკ მოშემ უმასპინძლა. სტუმრები გაეცნენ “ისრაელის სახლის” ფართომასშტაბიან საქმიანობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ ასევე გადაეცათ საჩუქრები ისრაელის სახელმწიფოს ღირსეულად წარმოჩენისთვის მეგობარ ქვეყანაში - საქართველოში.
“ისრაელის სახლის” ხელმძღვანელმა იციკ მოშემ აღნიშნა, რომ ახალი 2026 წელი დაიწყო დიდი ენერგიითა და მიზნებით: საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერება, მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების გამყარება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ორ ქვეყანას შორის ტურიზმის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.
იციკ მოშეს თქმით, აშკელონის მერ თომერ გლამთან ერთად შეიმუშავეს აშკელონში "ალიის ისტორიული პარკის" შექმნის გეგმა. პარკი საქართველოდან ამოსული 18 ებრაული სიონისტი ოჯახის სახელობის იქნება და ერქმევა „იერუსალიმიდან იერუსალიმამდე“.
გამზირს აშკელონის მუნიციპალიტეტი ააშენებს საქართველოს ებრაელების მემკვიდრეობის გავრცელების ასოციაციისა და ორგანიზაცია „აბროს“ ინიციატივით, ევრაზიულ კონგრესთან და სახალხო დიპლომატიის ორგანიზაცია „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით.
