მსოფლიო კიდევ ერთხელ თვითმხილველია ირანის მამაცი ხალხის წინააღმდეგობის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტმა მეცოლამ განაცხადა. მისი თქმით, ევროპას და მსოფლიოს მათი ესმის.
„30-მდე ადამიანი უკვე დაიღუპა. ევროპელი ხალხი ხედავს, რა ხდება ქუჩებში და ირანელი ხალხის გულებსა და გონებაში. ვიცით, რა ცვლილება ხდება. ეს მაჰსა ამინის თაობაა, რომელიც უარს ამბობს ძალადობრივი თეოკრატიის შეზღუდვებზე, რომელიც ჯერ კიდევ მართავს მათი ცხოვრების ყოველ ასპექტს. თაობაა, რომელსაც სურს, დაამტვრიოს რეპრესიების ბორკილები, რომლებიც მათ ზედმეტად დიდხანს ედოთ. გამოდიან, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რეჟიმის სისასტიკეს, რომელიც მხოლოდ თვითგადარჩენაზე ზრუნავს და არა ადამიანების უფლებებზე. ვისაც ესმით, რომ შენი პოლიტიკური რწმენებისთვის დაპატიმრებასა და ცემას ადგილი არ აქვს თავისუფალ ირანში, რომელიც მათ სურთ, რომ გაჩნდეს. ირანელი ხალხი არ აპროტესტებს, ისინი ყვირიან. ევროპას ესმის მათი, მსოფლიოს ესმის მათი, და ისინი უფრო ხმაურიანები გახდებიან“, – აცხადებს მეცოლა.
რობერტა მეცოლას თქმით, „ისტორიამ ევროპას ასწავლა, რომ არ არსებობს ციხე, საფრთხე და ცრემლსადენი გაზის კოლოფი, რომელსაც შეუძლია თავისუფლებისთვის თანდაყოლილი სურვილის შეკავება“.
ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტები შეუერთდნენ. დაღუპულია, 40-მდე მომიტინგე, დაკავებულია 2 200 ადამიანი