ევროკავშირის ელჩს შევთავაზებდი, არ დაგმოს, თქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არ არის ევროპული საქციელი. აბა, ამას მაინც თუ იტყვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო ძალადობა, დაანონსებული იყო ნეპალი, რაც, პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლების სისხლიან დამხობას ნიშნავს.
„ტრადიციულად, 4 იანვარსაც ვაპირებდი გამოხმაურებას, რომ 4 ოქტომბრიდან გავიდა სამი თვე და ევროკავშირი ჯერ კიდევ არ გმობს ძალადობას, თუმცა საახალწლო დღეები იყო და ზედმეტად არ დავტვირთე საზოგადოება. მოვა 4 თებერვალი და დაველოდოთ, იქნებ, მანამდე მაინც ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც. ასეთ წინადადებას შევთავაზებდი, არ დაგმოს, თქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არ არის ევროპული საქციელი. აბა, ამას მაინც თუ იტყვის ევროკავშირის ელჩი. დღემდე არ დაუგმია ევროკავშირს მათ მიერ მხარდაჭერილი ხალხის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი. შტურმში ვინც მონაწილეობდა, ყველას სახეს ნახავთ სხვადასხვა მიღებაზე საელჩოებში, სხვადასხვა „ენჯეოში“ თანამშრომლებად, დაფინანსებამიღებულ ხალხს. მათ შორის ამას აკეთებდნენ ევროკავშირის დროშით. საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობა მოხდა ევროკავშირის დროშით ხელში და ამას ამართლებს, თვალს უხუჭავს ევროკავშირის საელჩო, კომისია, რაც კატასტროფაა. არათუ დაგმობა არ მოჰყოლია, არამედ ეს იყო ევროკომისიის სპიკერის მხრიდან მხარდაჭერილი ნეპალის სცენარი საქართველოში. 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო ძალადობა, დაანონსებული იყო ნეპალი, რაც ნიშნავს ხელისუფლების სისხლიან დამხობას", - განაცხადა პაპუშვილმა.