თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაია რამდენიმე კვირის წინ პოლონეთში აპირებდა წასვლას, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს.
"ბაჩო აპირებდა, უკან გაბრუნებას რამდენიმე კვირის წინ ისევ პოლონეთში. ჩვენ იქ წასულები ვიყავით, როგორც ემიგრანტები - ბანკში გვაქვს ყველაფერი და ლუკმა-პურის საშოვნად ვიყავით, ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ აქ არავინ გვამუშავებს და სამსახურს ვერ ვიშოვით. ბაჩო საზღვარზე არ გაუშვეს. დაახლოებით სამი კვირის წინ, საზღვრიდან გამოაბრუნეს. მიზეზი არ განუმარტავთ.
ბაჩოს თვითონაც ჰქონდა მოლოდინი რომ დააკავებდნენ. აბსოლუტურად ყველაფერი იცოდნენ - ჩვენი გადაადგილება და ის, ვინ მოდიოდა ჩვენთან. დიდი ხანია ლუპის ქვეშ ვართ.
სრული აფსურდია ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საზოგადოებამ. ეს იყო სრული ბოდვა"- განუცხადა "ტვ პირველს" ანი ნადარეიშვილმა.