დრანდის საგამოძიებო იზოლატორიდან ორი პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პატიმრებმა სლავიკ აშუბამ და დიმიტრი ლასურიამ გაქცევა წინასწარ დაგეგმილი სქემის მიხედვით განახორციელეს.
სლავიკ აშუბა 2001 წელს განზრახ მკვლელობისათვის გაასამართლეს და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. დიმიტრი ლასურია კი 2009 წელს გაასამართლეს ყაჩაღური თავდასხმისათვის და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გულრიფშის რაიონის პროკურატურამ "თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევის მუხლით" სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აშუბასა და ლასურიაზე ძებნაა გამოცხადებული", _ იუწყება აფხაზური მხარე.