საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ დიდი ბრიტანეთის ელჩ გარეთ უორდთან იუსტიციის სფეროში მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს – ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პოლიტიკას, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმას, ასევე, ციფრული მმართველობისა და ინოვაციების ინტეგრაციას სამინისტროს საქმიანობაში.
„იუსტიციის მინისტრმა ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და იუსტიციის სფეროში მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და დიდი ბრიტანეთის ელჩის პოლიტიკური და საგარეო ურთიერთობების მდივანი ჯეს დაკვორთი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში