იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს და ფრანგულ ავიამზიდს "მისტრალს" იყიდის, მას იქ გამოიყენებს სადაც საჭიროდ ჩათვლის. განაცხადა რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა.
"რაც შეეხება "მისტრალს" ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია. ჩვენ მყიდველები ვართ და თქვენ გამყიდველები. გვაქვს კიდევ რამდენიმე წინადადება თუმცა არ ისაა გამორიცხული, რომ "მისტრალს" შევიძენთ",_ აცხადებს პუტინი.
ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემისას, შეძენის შემთხვევაში გამოიყენებს თუ არა რუსეთი "მისტრალს" საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის პრემიერ მინისტრი აცხადებს: "გარწმუნებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ რამეს შევიძენთ, მას იქ გამოვიყენებთ სადაც საჭიროდ ჩავთვლით".
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია საფრანგეთიდან ერთი "მისტრალის" ტიპის გემის შეძენას აპირებს, ასევე აპირებს ოთხი ახალი გემის აგებას ამავე ტიპისას, ფრანგული მხარის ტექნიკური დახმარებითა და ლიცენზიით.
რუსული მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნული გარიგება შედგა, საფრანგეთი რუსეთს ერთ ავიამზიდგემს მიჰყიდის, რომელიც სისტემენითა და რადარებით იქნება აღჭურვილი.
აღნიშნული შენაძენის ღირებულება დაახლოენით 400-500 მილიონი ევროა. ამას გარდა რუსეთი მიიღებს ლიცენზიას ოთხი ახალი გემის ასაშენებლად, რაც აღნიშნული გერიგების ღირებულებას კიდევ 1-1,2 მილიონი ევროთი გაზრდის.
აღნიშული გარიგების შესახებ თავისი შეშფოთება უკვე გამოთქვეს უკრაინის, ბალტიისპირეთისა და საქართველოს მთავრობებმა. კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველო "უკიდურესაც შეშფოთებულია" რუსეთის მიერ ამ ახალი შენაძენის შეძენის სურვილით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტი ასევე დარწმუნებულია, რომ ამგვარი გემების ადგილი მხოლოდ და მხოლოდ შესაძლოა შავ ზღვაში იყოს.
"შედეგები შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულვი ვართ. საქართველოს სურს იცოდეს, თუ რისთვისთვის სჭირდება რუსეთს სადესანტო გემი",_ ციტირებს რუსული მედია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.
ამავე დროს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი ვლადიმერ ვისოცკი აცხადებს, რომ ეს გემი საჭიროა იმისათვის, რომ რუსეთის საზღვაო ძალებმა შავ ზღვაზე უფრო ეფექტური ოპერაციები ჩაატაროს.
ვისოცკი ასევე აღნიშნავს, რომ ამ გემს იმ ამოცანის შესასრულებლად რომელსაც რუსული გემი 26 საათის განმალობაში შეასრულებს, მხოლოდ 40 წუთი დასჭირდება.
"მისტრალი" ეს უნივესრსალური სადესანტო გემია, რომელიც სხვა და სხვა ფუნქციებს აერთიანებს. ცურვის სიშორე 20 ათას მილი / 32 ათასი კილომეტრია. სრული სვლის სიჩქარე 18 კვანძია. გემს ბორტზე 450 კაციანი დესანტის მიღება შეუძლია, გემს 4 სადესანტო კატერი აქვს. მის ბაქანზე კი 40 ტანკი ან 70 ავტომობილი ეტევა.