ირკუტსკში "დედ ჰასანთან" დაახლოებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი თემურ სინათოშვილი, მეტსახელად "მირაბი" დააკავეს. ამჟამად ის შსს-ს მთავარი სამმართველოს სპეციალურ დაკავების ცენტრშია მოთავსებული, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება რუსეთის ფედერაციის საზღვრებიდან გაძევებასთან დაკავშირებით.
მთავარი სამმართველოს ცნობით, რესტორნიდან გასვლის შემდეგ მამაკაცი მილიციის სპეცნაზმა დააკავა. აღმოჩნდა, რომ წარმომავლობით საქართველოს მოქალაქეს, 55 წლის მკვიდრ თემურ სინათოშვილს, რომელიც ამჟამად ყირგიზეთის მოქალაქეა, მოსკოვის საზღვრების დატოვება არ შეუძლია. მოსკოვში მას დროებითი რეგისტრაცია ჰქონდა.
თემურ სინათოშვილი ამჟამად "ბერძულის" გვარით ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები