ეგვიპტის უნივერსიტეტის პროფესორმა, მუფტმა იმად მუსტაფამ ჯიჰადის აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
"არამუსლიმანებთან ბრძოლა არის ის, რასაც ისლამური იურისპრუდენცია ალაჰის გზაზე ჯიხადად მოიხსენიებს. ურწმუნოთა მხრიდან აგრესიის გამოვლენის დროს ჯიხადის დაწესება ყველა მუსლიმანის მოვალეობაა. მათ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, მათ წინააღმდეგ ჯიხადი გავაჩაღოთ და მათგან თავი დავიცვათ. ამის შესახებ ყურანშია დაწერილი", _ აღნიშნავს პროფესორი.
მუფტის სიტყვებით, ჯიხადის ერთ-ერთი სახე თავდაცვითი ჯიხადია, რასაც ისლამის ყველა მასწავლებელი ქადაგებს. ასეთი ჯიხადის წარმოება საერთაშორისო კანონმდებლობითაც გამართლებულია.
"თუმცა ოკუპანტები ცდილობენ ჯიხადს ტერორიზმის იარლიყი მიაწებონ. არსებობს ჯიხადის მეორე სახეც _ თავდასხმითი ჯიხადი, რაც ქრისტიანთა დევნას მათ საკუთარ მიწაზე ნიშნავს. ერთი კია, თავდასხმითი ჯიხადი, მთლიანობაში, არ უნდა აიკრძალოს. ისლამის ორი იურიდიული სკოლა მიიჩნევს, რომ თავდასხმითი ჯიხადი ისლამისტურ საზღვრებთან მუქარისა და საფრთხის დროს გამართლებულია", _ აღნიშნავს ეგვიპტის მუფტი.