რუსეთის ვიცე-პრემიერი და ტრანსპორტის მინისტრი სოხუმში ჩასვლას გეგმავენ. ამის შესახებ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, მოსკოვში, აფხაზ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მხარეები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საჰაერო და სარკინიგზო სფეროში რუსეთის დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამასთან, მარიონეტული რეჟიმის ლიდერის თქმით, საუბარი შეეხება ახალი გზების მშენებლობაზეც, რომელიც სამხრეთსა და ჩრდილოეთს კავკასიის ქედის გავლით დააკავშირებს.
რაც შეეხება სოხუმის აეროპორტის აღდგენას, ბაღაფშის განცხადებით, იმის გამო, რომ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას არ ცნობს, რეისები პირველ ეტაპზე მხოლოდ მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით შესრულდება.