12 დეკემბრის ღამეს, დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ქალაქ იაროსლავს, რომელიც მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უკრაინასთან სახელმწიფო საზღვრიდან 700 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
დარტყმის შედეგად ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას რუსული ტეგრამ-არხები ავრცელებენ. თვითმხილველების თქმით, ქალაქში სულ მცირე შვიდი აფეთქება მოხდა.
თავდასხმამდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, გუბერნატორმა მიხაილ ევრაევმა რეგიონში „დრონების საფრთხის“ შესახებ განაცხადა. მოგვიანებით, სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ჩანს ქალაქის ინდუსტრიული ზონის თავზე ცაზე კაშკაშა ნათება და კვამლის სვეტი.
OSINT-ის ანალიტიკოსებისა და მონიტორინგის არხების ცნობით, დარტყმა განხორციელდა საწარმო „სლავნეფტ-იანოსზე“ ("იაროსლავნეფტეორგსინთეზი“).
აღნიშნულ საწარმოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო მანქანისთვის, რადგან ის აწარმოებს ნავთობპროდუქტების ფართო სპექტრს - მათ შორის საავტომობილო ბენზინს, თვითმფრინავის საწვავს და ზეთებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათმა საჰაერო თავდაცვამ, სავარაუდოდ, ღამით 90 თვითმფრინავის ტიპის დრონი გაანადგურა.
ოკუპანტების თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე დიდი რაოდენობა - 63 ერთეული - ბრიანკის ოლქის თავზე ჩაჭრეს. ასევე რუსების თქმით, კიდევ 8 უპილოტო საფრენი აპარატი ცამოაგდეს იაროსლავის ოლქში, 4 - მოსკოვის ოლქში, 3-3-3 სმოლენსკისა და ტვერის ოლქების ტერიტორიებზე, ასევე შავი ზღვის თავზე, ტამბოვისა და ტულის ოლქებში - ორ-ორი დრონი. ოკუპანტების თქმით, კიდევ თითო დრონი ჩამოაგდეს ორიოლისა და როსტოვის ოლქებში.