აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთადერთია, ვისაც არ მოსწონს ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული გეგმა ომის დასრულების შესახებ, მაშინ როცა მისი გარემოცვის წევრები მას მხარს უჭერენ. ტრამპმა ამის შესახებ თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მეგონა, რომ რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვიყავით. მეგონა, რომ უკრაინასთან შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვიყავით. არსებითად, თავად პრეზიდენტ ზელენსკის გარდა, მის ხალხს მოსწონს შეთანხმების პროექტი:, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ამერიკული გეგმა „ოთხი ან ხუთი პუნქტისგან“ შედგება.
მან აღიარა, რომ მოლაპარაკების პროცესი რთულია, რადგან დოკუმენტი ტერიტორიების განაწილებას ითვალისწინებს. ტრამპმა ასევე შეადარა დიპლომატიური ძალისხმევა თავის ბიზნესგამოცდილებას და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება „ათასჯერ უფრო რთულია“, ვიდრე უძრავი ქონების გარიგების დადება.