პარიზში ვიზიტის დროს, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუმინეთი მზადაა ჩამოაგდოს ის დრონები, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.
ბოლოდროინდელი ინციდენტების შემდეგ, როდესაც რუსული დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მათი ჩამოგდება არ მოხდა, გაჩნდა კითხვა, შეეძლო თუ არა რუმინეთს ასეთი საფრენი აპარატების ჩამოგდება.
პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე დენმა განაცხადა: „ჩვენი ქვეყანა მზადაა“.
რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რუმინეთის არმიის მოზადება კლასიკური მოდელის მიხედვით მიმდინარეობდა, თუმცა 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუმინეთის არმიას ტექნოლოგიურ განვითარებასთან ადაპტაცია მოუწია.
„ახლა უკეთესად ვართ, ვიდრე ერთი თვის წინ, და სამ თვეში უკეთესად ვიქნებით მომზადებული, ვიდრე ახლა. თუ დრონები იქნება, დაინახავთ, რომ მათ ჩამოვაგდებთ“, - განაცხადა დანმა.