ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდა.
რომის პაპ-თან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განიხილა უკრაინაში ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევა, სამხედრო ტყვეების საკითხი და რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.
ინფორმაციას Reuters ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბრის დროს, რომის პაპმა ხაზი გაუსვა საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას.
მან ასევე გამოთქვა სურვილი, „რომ ამჟამად განხორციელებულმა დიპლომატიურმა ინიციატივებმა სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობამდე მიგვიყვანოს“.
ზელენსკიმ და რომის პაპმა ასევე განიხილეს სამხედრო ტყვეების საკითხი და რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების ოჯახებში დაბრუნების უზრუნველყოფის აუცილებლობა.