ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, საკუთრების მფლობელობის დარღვევისა და ნივთის დაზიანების ნაწილში გაამართლა.
კურტანიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა რადგან ის საპატიმროში ივლისიდან იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ მხოლოდ 2 თვეს გაატარებს.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.