რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერს, გიორგი ბარამიძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ.
გამომძიებლების ინფორმაციით, ბარამიძე უკრაინაში დაქირავებული მეომრის რანგში 2022 წლის თებერვალში ჩავიდა, სადაც ის ქართულ ეროვნულ ლეგიონს შეუერთდა. მათივე მტკიცებით, ბარამიძემ სამხედრო წვრთნები გაიარა, რის შემდეგაც 2022 წლის აპრილამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ იბრძოდა და მისი ანაზღაურება 238 000 რუბლს აღემატებოდა.
„ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და სასამართლომ მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა“, - აცხადებენ რუსეთის გენერალურ პროკურატურაში.