ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი რესპონდენტია, სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ჩახუნაშილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სუსში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.
“სუს-ში დამიბარეს გამოკითხვაზე. ახლა მოდიან უწყების ჩასაბარებლად ციციშვილის კლინიკაში. მოსამართლესთან გამოკითხვა მოვითხოვე“, - წერს ჩახუნაშვილი.
BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა.
BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე. ამ თემაზე BBC-ის ერთ-ერთი რესპონდენტი ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი იყო.