საგანმანათლებლო პროგრამა - „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში 35 ინგლისური ენის მასწავლებელი განაწილდა.
როგორც კახეთის საინფორმაციოს ცენტრი იუწყება, გურჯაანის რაიონში 10, თელავში - 5, ახმეტაში - 2, ყვარელში - 1, ლაგოდეხში - 4, სიღნაღში - 8, საგარეჯოში - 3 და დედოფლისწყაროში 2 ინგლისური ენის მასწავლებელი ჩამოვიდა.
გურჯაანის რაიონში პედაგოგები შემდეგ საჯარო სკოლებში გადანაწილდნენ: ქალაქ გურჯაანის მე-2, მე-3, მე-4, სოფელ გურჯაანის, ჩუმლაყის, ახაშნის, ველისციხის, შაშიანის საჯარო სკოლებში და კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში; თელავში - ქალაქ თელავის მე-5, მე-3 და სოფლების კისისხევის, ნაფარეულის, რუისპირის საჯარო სკოლებში; ახმეტაში - ახმეტის N1 და ზემო ალვანის საჯარო სკოლებში; ყვარელში - ყვარლის მე-2 საჯარო სკოლაში; ლაგოდეხში - ჭაბუკიანის, თელის, შრომის და აფენის N1 საჯარო სკოლებში; სიღნაღში - ჯუგაანის, სიღნაღის, ქვემო ბოდბის, საქობოს, მაშნაარის და ნუკრიანის საჯარო სკოლებში; საგარეჯოში - მე-4, მე-3 და წყაროსთავის საჯარო სკოლებში; დედოფლისწყროში - ჯაფარიძისა და ზემო ქედის N1 საჯარო სკოლებში.
„ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად, ერთი იტალიური ენის პედაგოგიც ჩამოვიდა, რომელიც კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში განაწილდა. ორი კვირის შემდეგ პედაგოგების მორიგ ნაკადს კიდევ ველოდებით", - აღნიშნავენ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.