გეტყვით რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაშია, - ამის შესახებ ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ელისაშვილმა დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ გადაწყვიტა აღნიშნული ქმედების განხორციელება, შემდეგ კი როგორ მოიყვანა სისრულეში.
გეტყვით რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაში არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურა ხართ თქვენ...
ვინმეს მოკვლა რომ მნდომოდა, იმ მანდატურებიდან არავინ ცოცხალი არ იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს...
აღტაცებული ვარ მანდატურის გამბედაობით და სიმამაცით...ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა...მოვიგერიე, მოვერიე კიდეც ფიზიკურად, მინდოდა თავი დამეღწია, მივხვდი, რომ ერთი არ იქნებოდა სხვები მოვიდოდნენ, ვერაფრით მოვიშორე ტკიპასავით ჩამაფრინდა, ყოჩაღ, სიჩაუქეს ვეძახით... ჯერ კაცი ვარ, ადამიანი ,მერე ტერორისტი.
უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება, მივედი დილაუთენია, ხუთ საათზე, უამრავი გზა გავიარე...მე იქ მივედი უთენია, უზარმაზარი გზა გავიარე, ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე, ჩემს ცოლ-შვილს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი., თუმცა არ მიყვარს თევზაობა, მოვიკიდე ჩანთა და გეგმა მქონდა.
ვეღარ ვიტევდი უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით, მე თვითონ ვნახე პოლიციელი, რომელსაც სიამოვნებდა სისხლები რომ მდიოდა და პოლიტიკურ დებატებში შემოვიდა..
ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არაფერი დამიშავებია.....არც არსად შევჭრილვარ, არც შუშა ჩამიმტვრევია, ერთი საათი ვამტვრევდი შუშას, ხან რა ავაძრე, ხან რას...ღობიდან გადავძვერი, ვიჯექი და ვფიქრობდი, გადავიდე თუ არა, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორც უნდა შემეშინდეს, უკან როგორ დავიხიო.
შემოლაწუნება მინდოდა, რომ ამ ქვეყანაში დავრჩით კაცები, რომ არ ვეგუებით უსამართლობას და არც შევეგუებით.
კაბურაში მქონდა იარაღი, მაქვს ტარების უფლება წამოვიღე იმიტომ, რომ მე ისეთი მარშრუტი გამოვიარე, შეიძლება ტურებს შევეჭამე გზაში, პირდაპირ ვამბობ ამას... ვინმეზე თავდასხმა რომ მნდომოდა ცოცხალი არავინ დარჩებოდა... მოგერიება მინდოდა...იარაღი ჯაჯგურში ამომივარდა, გამოყენებას არ ვაპირებდი.
პატივისცემას ვუდასტურებ მანდატურებს, ერთმა განსაკუთრებით მაგრად მცემა, არ ვამტყუვნებ, თავის საქმეს აკეთებდა და თავის ტეროტორიას იცავდა, ნეტავ თავის საქმეს აკეთებდნენ და არა იმას, რასაც ყოველ დღე ვუყურებთ სასამართლოს დარბაზებში.
ჩემებს მინდა ბოდიში მოვუხადო...ასეთი ვარ.... ერთი წელია სული მეხუთება უსამართლობისგან...
ცრემლი არ არის ბრაზია და ბოღმა... ირაკლი[კუპრაძეს] თუ ფიქრობთ, რომ საერთო საქმე დავაზიანე ბოდიშით, ეგ განზრახვა არ მქონია ნამდვილად...
ერთი პოლიციელი მეკაიფებოდა, რომ ტონობით ფული მომცა ხაზარაძემ, მერე მოვიდნენ ჩხრეკაზე, ნახეს როგორც ვცხოვრობ...ერთადერთხელ ვთხოვე ფული და ისიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.... ბოლომდე, ცეცხლი უსამართლობას", - თქვა ელისაშვილმა პროცესზე. ["ტვ პირველის" მიხედვით]
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი შაბათს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.