დღეს, 28 ნოემბერს, უწყვეტი პროტესტის ერთი წლის შემდეგ შვეიცარიის საელჩომ სოციალურ ქსელში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გამოაქვეყნა, რომელიც ევროინტეგრაციის მხარდაჭერას შეეხება.
"კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად," - წერია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში.
28 ნოემბერს 1 წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. კობახიძის განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.