შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენერგარდი 28 ნოემბრის წლისთავს ეხმიანება.
"უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავენ. ისინი ამას ძალადობის, დაპატიმრებებისა და მზარდი რეპრესიების პირობებში აკეთებენ. შვედეთი თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს", - წერს მინისტრი.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გადის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. კობახიძის განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.