გამაოგნებელია, რომ „ქოც“ პროპაგანდისტებმა ამდენი იხმაურეს უკრაინული კორუფციის სკანდალზე, როცა „ქოცნება“ თვითონ ერთი მთლიანი მოსიარულე კორუფციული სკანდალია - დღეს ნაბუ-მ დილიდან გაჩხრიკა ქვეყნის პრაქტიკულად მეორე პირის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ბინა. აი, ასე მუშაობს ნამდვილი გამჭვირვალე დემოკრატია, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისივე თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში მოქმედებს ნამდვილი ანტიკორუფციული სააგენტო.
„უკრაინაში მოქმედებს ნამდვილი ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის შექმნაში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე მისი დღევანდელი დირექტორი სემენ კრივონოსი აქ წამოსვლამდე ჩემი თანაშემწე იყო, რომელიც პრეზიდენტის ახლო მეგობრებს და მთავრობის მოქმედ წევრებს იჭერს.
აქ კი ევროკავშირის მითითებით შექმნილი ანტიკორუფციული სამსახურის იმიტაციაც, თავისი გაყეყილი თავმჯდომარით გააუქმეს.
ახლა კი მათ „ანტიკორუფციულმა კამპანიამ“ ჩაილურის წყალი დალია. დღეს ნაბუ-მ დილიდან გაჩხრიკა ქვეყნის პრაქტიკულად მეორე პირის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ბინა. აი, ასე მუშაობს ნამდვილი გამჭვირვალე დემოკრატია, თავისი ქმედითი ინსტიტუტებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის საცხოვრებელ სახლში ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ჩხრეკას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ერმაკი ადასტურებს. „დღეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ნამდვილად ატარებენ პროცედურულ მოქმედებებს ჩემს სახლში. გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ ექმნებათ“, - აღნიშნა ერმაკმა.მისი თქმით, რომ ანტიკორუფციული ორგანოების წარმომადგენლებს „ბინაში სრული წვდომის უფლება“ მისცა.„ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობენ. ჩემი მხრიდან სრული თანამშრომლობაა“, - აღნიშნა ერმაკმა.