რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ვანო სხირტლაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ვანო სხირტლაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.