თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რიჟვაძის გერმანიაში წასვლა მხოლოდ სამკურნალო მიზნებით მოხდა და მას ქვეყანა არ დაუტოვებია.
"თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორეს გასაკეთებლად წავიდნენ, გერმანიაში საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემაა ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში" ,- განუცხადა ახვლედიანმა "ტვ პირველს'.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა თორნიკე რიჟვაძე ქვეყანაში დაბრუნებას და ჩვენების მიცემას, ახვლედიანი პასუხობს:
“რა თქმა უნდა, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს, რა პრობლემაა.“
რაც შეეხება თავშესაფრის მიღებას, ის ამბობს, რომ "მსგავსი არაფერი სმენია".
"თავშესაფარათან დაკავშირებით მსგავსი არაფერი მსმენია და რატომ უნდა მოითხოვოს, იმასაც ვერ ვხვდები, მანამდე ხომ იყო გერმანიაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით, შემდგომ აპირებდა დაბურნებას იგივე კლინიკაში, მაგრამ რადგან თურქეთში მოხვდა, იქვე გაიკეთა პირველი ოპერაცია, მაგრამ სითხის ჩადგომა კვლავ გაუმეორდა და არის იქით", - თქვა მან .