გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს არის არნახული სოლიდარობა, საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, სასამართლოზე არავის ტოვებენ მარტო, რეჟიმის წარმომადგენლები კი, ციხის წინ და სასამართლოზე, მარტო არიან, არავინ დგება მათ გვერდთ - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"რა გამოჩნდა 1 წლის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს არის არნახული სოლიდარობა. საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, რათა არავინ დარჩეს დაუცველი ამ უსამართლობის წინაშე. საკმარისია ნახოთ ყოველივე სასამართლოზე ადამიანები, რომლებიც იქ დგანან, მიდიან, არავის ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც არიან ციხის წინ და სასამართლოზე, მარტო არიან, არავინ დგება მათ გვერდთ. არავინ უცხადებს სოლიდარობას, თუნდაც „ფეისბუქ“ პოსტებით. მარტო არიან, საზოგადოების მხარეს არის სოლიდარობა, თანაგრძნობა, რომელიც რეჟიმმა გამოაცხადა, როგორ არალეგალური, ნულოვანი თანაგრძნობაა. ხალხში არის ერთიანი ბრძოლა. ჟურნალისტები, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან ძალიან დიდი საფრთხეები წინაშე, დღეს ციხეში არიან. მზია ამაღლობელის სახელი, ყველა ჩვენი ჩვენი ჟურნალისტების სახელით საზღვრებს იქით გავიდა. არამხოლოდ ჟურნალისტები, ადვოკატები და იურისტები 1 წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ემსახურებიან სხვებს, ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლი არიან. ეს არის ძალა საზოგადოების. პატრიოტიზმი ამ ხალხის მხარეს არის, რომელიც აქ დგას, ამ დროშების უკან. რეჟიმი არის რუსეთის მხარე, რომელსაც შემოჰყავს რუსული სანქცირებული გემი, შემოაქვს რუსული ნავთობი ნავთობი გადასამუშავებლად“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ რეჟიმმა ბრძოლა უკვე წააგო და გამარჯვება აუცილებლად ძალიან მალე იქნება.
ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ გააგრძელოს. მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ კიდევ ცოტა კიდევ გავუძლოთ. ძალიან მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება!, - განაცხადა სალომე ზზურაბიშვილმა.