დღეს, 28 ნოემბერს, 13:00 საათზე "ეროვნული ფორუმის" ოფისში "ახალგაზრდული ფორუმის" ორგანიზებით გაიმართება პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების ერთობლივი ბრიფინგი.
ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნობენ მიმართვას, რომელიც ევროპის ახალგაზრდულ პარალამენტს, ევროსაბჭოს ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და ევროპის ახალგაზრდულ ფორუმს ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით გაეგზავნება.
ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ: "ახალგაზრდული ფორუმის", რესპუბლიკური პარტიის, კონსერვატიული პარტიის, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "საქართველოს გზის", "ჩვენ თვითონ"-ის და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველების", მოძრაობა "შემოგვიერთდი"-ს და სტუდენტური გაზეთის - "თსუ თაიმსის" წარმომადგენლები