მექსიკაში ტროპიკული შტორმების - „პრისცილასა“ და „რეიმონდის“ გამო გამოწვეული დამანგრეველი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა.
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დაზარალებულთა დასახმარებლად არმია გაგზავნა. იუწყება Reuters
რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერმა წვიმებმა მექსიკის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში ტრაგიკული შედეგები გამოიწვია.
მთავრობის მონაცემებით, ყველაზე მეტი მსხვერპლი ვერაკრუსის შტატში დაფიქსირდა, სადაც 18 ადამიანი დაიღუპა. სტიქიას იდალგოში 16 ადამიანი, პუებლაში ცხრა, ხოლო კერეტაროში კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
პრეზიდენტ კლაუდია შაინბაუმის მთავრობამ 139 დაზარალებული ქალაქისთვის დახმარების აღმოსაჩენად რეაგირების გეგმა აამოქმედა.
კატასტროფის შედეგებთან საბრძოლველად, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 5400-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა სიტუაციის მონიტორინგის, რისკის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაციისა და დაზარალებული ტერიტორიების გაწმენდის მიზნით.