შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რცხვენია, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე არ იყო.
ახალაიამ ასევე თქბა, რომ არ გამორიცხავს დაკვებას.
„ძალიან მრცხვენია, ძალიან, ძალიან „მიტყდება“, რომ არაფერში ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმეს ორგანიზება სჭირდებოდა? მე როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მრცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა. მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი. კიდევ უფრო ქაქუცას დროინდელი - ეს იყო მართლა საოცრება, პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებმა გაბედეს, გააკეთეს, მაგრამ დამარცხდნენ იმ ბრძოლაში“, - განაცხადა ბაჩო ახალაიმ.