ვუდი ალენის ფილმი "შუაღამე პარიზში" კანის 64-ე კინოფესტივალს გახსნის.  
ფილმის პრემიერას მოუთმენლად ელოდება კინოკრიტიკა. 
ეს არის რომანტიული კომედია, რომლის მოქმედებები გასული საუკუნის 20-იან წლებში საფრანგეთის დედაქალაქში ვითარდება
ფილმში მონაწილეობენ მარიო კოტიარი, რეიჩელ მაკადამსი, ედრიან როუდი და ოუენ უილსონი. 
ფილმში ასევე, მონაწილეობს საფრანგეთის პირველი ლედი კარლა ბრუნი.