მთელი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი, რომ არ მცოდნოდა ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან მიდმინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველი განმარტება გააკეთა.
„4 ოქტომბერს პირველად საქართველოს ისტორიაში შეიკრიბა მთელი საქართველოდან წარმომადგენლები, რადგან ჩვენ ვიგრძენით, რომ ჩვენი საქართველო იყო საფრთხეში და ჩავატარეთ ეროვნული კრება, სოფელი არ დარჩა საიდანაც წარომადგენელი არ იყო, გალიდან და სამაჩაბლოდან იყვნენ სპეციალურად ჩამოსულები... ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველო არის დაღუპვის გზაზე და არის გადასარჩენი.. ცოტა დრო დასჭირდება, როცა მეცნიერები, იურისტები, კონსტოტუციონალისტები დაჯდებიან და აღნიშნავენ ამ დღეს როგორც ისტორიულ თარიღს".
რომ არ მცოდნოდა ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ...ქართულ ოცნებას უნდა წარმოადგინოს, რომ აქ ზიან ტერორისტები, ვინ დაიჯერებს, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი, მოვუწოდებდი ვინმეს რომ მიდით დაარტყით დანა და მოკალით, დაიჯერებთ? მე ვეხმარებოდი ყოველთვის ბავშვებს, მომაძახეს სხვა ქვეყანაშიო, დიახ სხვა ქვეყანაში, მტრის ბავშვებს ვეხმარებოდი, რადგან ბავშვები იყვნენ...
სანამ ჩავედით იმ სასახლესთან უკვე ჯებირი მოტეხილი იყო და როცა დავინახე, რომ შეტაკება იწყება, გადავძვერი და მივედი პოლიციასთან, ბიჭებო არ გინდათ, მე აქეთ ვაჩერებდი, მურთაზი იქით და ამათ ეძახიან, რომ ჩვენ მოვუწდებდით ხალხს.
ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ სპრეი და რომ წამოვედი, მე გავხდი ცუდად, გადავყლაპე და მეწვოდა ყველაფერი, მომათავსეს სააადმყოფოში, შემოვიდა პოლიციის უფროსი 8 თანხმლები პირით, 7 ავტომატით დამადგნენ თავზე, კარგით რააა... მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს
ცოტა ხნის უკან გამოკითხვა იყო და პატრიარქის მერე, პოლიცია მოდიოდა ყველაზე სანდოდ, ახლა გამოკითხეთ აბა, ეს იმიტომ, რომ მაშინ კანონს ემსახურებოდით და ახლა რეჟიმს" [ტვ პირველი], - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.