„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე ოთხი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული შოთა ქარუმიძეც. ქარუმიძეს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით და ექვსი თვით განესაზღვრა.
გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ. პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა, რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.