სუს-ის განცხადებით, ბავშვები, რომელთა საოკუპაციო ხაზიდან გატაცების შესახებაც ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, უკვე უსაფრთხოდ არიან.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან საოკუპაციო ძალებმა 5 არასრულწლოვანი დაახლოებით ერთი სათის წინ გაიტაცეს.
ერთ-ერთი ბავშის მამამ, ბესო სიდამონიძემ "ტვ პირველს" განუცხადა,, რომ არასრულწლოვნები სოფელ თამარაშენში სათამაშოდ იმყოფებოდნენ, საიდანაც ისინი გაიტაცეს. მისი თქმით, გატაცებულთა ასაკი 10 წელს არ აღემატებოდა.
როგორც მედიას სახელმწიფო უსფართხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ბავშვები უკვე უსაფრთხოდ არიან. „ბავშვები ჩვენთან და უსფართხოდ იმყოფებიან“,-განუცხადეს მედიას სუს-ში.