სოხუმის დაცემის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს მასშტაბით.
აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.
სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა.