ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანი, გამოვხატოთ ჩვენი ნება რუსთაველის გამზირზე ჩვენი პროტესტით ერთიანობით, სიმტკიცით, პრინციპულობით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ პრინციპულ არჩევანს გააკეთებს და არ გახდება ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია მოკლე პერიოდში შეიქმნას მისია, რომელიც დააკვირდება საარჩევნო პროცესს.
„ეუთო-ოდირთან ძალიან ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება მაკავშირებს, მათ შორის იმ დროიდან, როდესაც არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ მქონდა. ამიტომ, დადასტურებულად შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთ მოკლე ვადაში სრულფასოვანი მისიის დაკომპლექტება, რომელიც მართლაც დააკვირდება საარჩევნო პროცესს, შეუძლებელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს რუსულ სპეცოპერაციაზე არანაირი საერთაშორისო დამკვირვებლის ყოლის სურვილი არ ჰქონდა. ეს არის ივანიშვილის მორიგი ტრიუკი, რომ მიიღოს ლეგიტიმაცია, რომელსაც გარწმუნებთ, ვერ მიიღებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.