ომის დასასრულებლად აუცილებელია უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეს სურვილი არ არის, ეს აუცილებელია. ჩვენ ვუჭერთ მხარს ნებისმიერ ფორმატს - როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივს. მე მიმაჩნია, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს გასაჭიანურებლად. ამერიკელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ პუტინმა მოსკოვში მიმიწვია. იცით რას ვფიქრობ, როდესაც შეხვედრა არ გინდა, მაშინ მე მოსკოვში უნდა მიმიწვიო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა შეხვედრაზე საუბარი დაიწყო - ეს უკვე კარგია. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ მათ სურვილს, დაასრულონ ომი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპა რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს.
„მათ შორის ორი ქვეყანაა, უნგრეთი და სლოვაკეთი“, - განაცხადა ზელენსკიმ.