რუსეთის მიერ ჩერნიჰივის ოლქში დანიის ჰუმანიტარულ გამნაღმველ ჯგუფზე განხორციელებული დარტყმა ომის დანაშაულია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა X-ზე წერს.
„რუსეთის მიერ ჩერნიჰივის ოლქში დანიის ჰუმანიტარულ გამნაღმველ ჯგუფზე განხორციელებული გამიზნული დარტყმა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ომის დანაშაულია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, - წერს ანდრიი სიბიჰა.
მან დაღუპულთა ოჯახებსა და დანიას სამძიმარი გამოუცხადა.
„რუსეთი ჰუმანიტარულ მუშაკებზე მიზანმიმართული დარტყმების განხორციელებით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უარყოფას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - წერს სიბიგა.
ცნობისათვის, დღეს, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა ჰუმანიტარული განაღმვითი მისიის წარმომადგენლებზე განახორციელა. მისიის წევრებ ამ ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებს ასრულებდნენ. დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი.