ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს სატელეფონო საუბრისას ევროპელ ლიდერებს შესთავაზა აშშ-სა და ევროპას ერთად იმოქმედონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე და რომ ნავთობისა და გაზის სანქციები განხილვის პროცესშია.
„ამ შემთხვევაში ორი სამიზნეა, კერძოდ, ნავთობი და გაზი. კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და პრეზიდენტ ტრამპის უახლოესი მრჩევლები ამ საკითხს მომდევნო 24 საათის განმავლობაში განიხილავენ“, - განაცხადა სტუბმა The Guardian-ის ცნობით.
მან აღნიშნა, რომ ტრამპის მიდგომა იყო ის, რომ აშშ-მა და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ სანქციების პოლიტიკაზე და ეძებონ გზები, კერძოდ, ეკონომიკური საშუალებებით რუსული საომარი მანქანის შესაჩერებლად.