საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წაგებით დაიწყო – ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა თურქეთს უმასპინძლა და ორი ლიდერის (კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე) არყოფნაში 2:3 დამარცხდა.
გოლები საქართველოს ნაკრების კარში მულდურიმ და აქთურქოღლუმ გაიტანეს. თურქეთის ნაკრების კარში კი - დავითაშვილმა და კვარაცხელიამ.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისში გამართავს, „ჯვაროსნების“ მეტოქე ბულგარეთი იქნება – შეხვედრა „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება.