რუსული დელეგაციები და კრასნოდარის კაზაკები სეპარატისტულ აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს უჭერენ. ეს განცხადება რუსული სათვისტომოს რესპუბლიკურ კონფერენციაზე სოხუმში გაკეთდა.
ამას გარდა, აღნიშნულ კონფერენციაზე სოხუმში შეკრებილებმა აფხაზეთში რუსეთის ისტორიული როლის შესახებ მოხსენებაც წაიკითხეს. ნაშრომი სეპარატისტული აფხაზეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე სტრანიჩკინმა წარმოადგინა.
კონფერენციის მონაწილეეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთში რუსული სათვისტომოს მუშაობა პოლიტიკური და კულტურული მიმართულებით უნდა გააქტიურდეს. კოფერეციას რუსეთ პრეზიდენტის რეგიონალური კავშირების სამმართველოს უფროსი, ასევე მოსკოვის მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ "ისტორიულმა მოვლენებმა აფხაზებსა და რუსებს ერთად ცხოვრება არგუნა წილად და სხვა აფხაზები და რუსები ერთად ცხოვრობენ აფხაზეთის სუვერენულ რესპუბლიკაში". ამას გარდა კონფერენციაზე აღნიშნა ისიც, რომ 2010 წელს სეპარატისტული აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის 200 წლისთავს აღნიშვნას აპირებს.