დღეს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება
თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებს „მსურველთა კოალიციის“ ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილავენ.
შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უხელმძღვანელებენ.