შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, თეთრ სახლში დასრულდა შეხვედრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის.
შეხვედრის მიმდინარეობის შეასხებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა პრეზდენტმა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, მას შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა ევროპელ ლიდერებთან.
ტრამპის განცხადებით, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას, მას სატელეფონო ზარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ტრამპმა თქვა, რომ დაიწყო პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება.
"მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე მასსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება. ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვექნება სამმხრივი შეხვედრა, რომელსაც დავესწრებით მე და ორივე პრეიზდენტი. ეს არის ძალიან კარგი ადრეული ნაბიჯები ომისთვის, რომელიც თითქმის 4 წელია მიმდინარებს", - დაწერა მან.
პრეზიდენტ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის და სად გაიმართება პუტინის და ზელენსკის შეხვედრა.
მან ასევე თქვა, რომ მისი დღევანდელი შეხვედრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსაც შეეხო, რომელსაც "სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით".
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
მერცის თქმით, "არსებობს განცდა, რომ ეს გადამწყვეტი დღეებია უკრაინისთვის".
როგორც მან აღნიშნა, არ არის დარწმუნებული, რომ ვლადიმერ პუტინს ეყოფა გამბედაობა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ სამიტზე წავიდეს.
მერცი ასევე მიესალმა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას შესაძლო უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და თქვა, რომ მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამაში.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას განაცხადა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები ნატოში კვლავაც განიხილავენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას.
შეხვედრას, რომელსაც თეთრმა სახლმა უმასპინძლა ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი.